{"product_id":"small-enough","title":"ცეროდენა \/\/ SMALL ENOUGH DRESS","description":"\u003ch3 dir=\"ltr\"\u003e\u003cspan style=\"color: rgb(255, 0, 255);\"\u003e\u003cstrong\u003eჩემი ბავშვობის გარდერობი სავსე იყო ტანსაცმლით, რომელშიც არასდროს ვეტეოდი.\u003c\/strong\u003e\u003c\/span\u003e\u003cb\u003e\u003c\/b\u003e\u003c\/h3\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eარ ვიცი, რატომ იყო ასეთი რთული, მაგრამ სულ ასე ხდებოდა, რომ პატარაობაში ჩემები ჩემი გაზომვა-შეფასებისას ყოველთვის ცდებოდნენ – ძირითადად სულ დიდი ტანსაცმელები მოჰქონდათ.\u0026nbsp;\u003c\/span\u003e\u003cb\u003e\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eმომასინჯებდნენ და მერე აუნერვიულებლად ამბობდნენ ხოლმე – არაუშავს, ერთ-ორ წელში მოერგებაო.\u0026nbsp;\u003c\/span\u003e\u003cb\u003e\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eარადა იმის დასარწმუნებლად, რომ ნორმაში ვჯდებოდი, რომ ჩემი განვითარება ზუსტად ისე მიდიოდა, როგორც უნდა წასულიყო, ს\u003cstrong\u003eულ სასწორზე ვიდექი, სულ კედელთან ვიტუზებოდი: წელი –\u0026nbsp; გამართული, ფეხები – შეტყუპებული, თავი – გასწორებული –\u0026nbsp; ჟირაფებიანი სანტიმეტრის პირისპირ.\u0026nbsp;\u003c\/strong\u003e\u003c\/span\u003e\u003cb\u003e\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eასე იყო: თითქოს სულ ციფრებით ვცხოვრობდი, მაგრამ მაინც – ყველა ტანსაცმელი, რომლებიც უფროსებს ჩემთვის მოჰქონდათ, დიდი იყო.\u0026nbsp;\u003c\/span\u003e\u003cb\u003e\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eმაგრამ, ხომ გავიზრდებოდი და ხომ ჩავიცვამდი?! \u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003e\u003c\/span\u003e\u003cspan\u003eმოვიმატებდი ორ-სამ კილოს, ტანს ავიყრიდი ორი-სამი სანტიმენტრით და ეგ იქნებოდა.\u0026nbsp;\u003c\/span\u003e\u003cspan\u003e\u003cbr\u003e\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003ch3 dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eმოვერგობდი. ყველა შკალას და ყველა მოლოდინს, როგორც იქნა, მოვერგებოდი.\u0026nbsp;\u003c\/span\u003e\u003cb\u003e\u003c\/b\u003e\u003c\/h3\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eოღონდ ამისთვის უნდა მომენდემობინა: თუ არ შევწყვეტდი ჭამისას ფეხების ბაკუნს, ფაფების გადმოფურთხებას, ტირილს, ურჩობას\u0026nbsp; – იმ ლამაზ ჟოლოსფერ კაბას ვერასდროს ჩავიცვამდი.\u0026nbsp;\u003c\/span\u003e\u003cb\u003e\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eდა მეც ვცდილობდი, რომ საკმარისი გავმხდარიყავი იმ ლამაზი კაბისთვის – გაჩუმება მესწავლა, პრეტენზიები არ გამომეთქვა, არ დამეწუნებინა ყველაფერი, რასაც უფროსები მთავაზობდნენ.\u0026nbsp;\u003c\/span\u003e\u003cb\u003e\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eდიდად არ გამომდიოდა დამჯერობა. არც ახლა გამომდის.\u0026nbsp;\u003c\/span\u003e\u003cb\u003e\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eპირიქით, ციფრები, რომლებიც ჩემს წონას და სიმაღლეს უნდა შემატებოდა, ჩემი რქების ზრდაში წავიდა – უფრო ჯიუტი, უფრო ხისტი, უფრო მტკიცე, უფრო ხმაურიანი გავხდი.\u0026nbsp;\u003c\/span\u003e\u003cb\u003e\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eაბა, რატომ არის, მართლა რატომ არის რომ მე უნდა მოვერგო ტანსაცმელს და არა პირიქით? ტანსაცმელი რატომ არ უნდა მომერგოს მე?\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eჰოდა, ეს კაბა, ჟოლოსფერი, არის ის კაბა, რომელიც უნდა ჩამეცვა, როცა ამის დრო იყო და რომელიც ვერ ჩავიცვი, რადგან ერთი-ორი ციფრით ყოველთვის ჩამოვრჩებოდი იმას, რაც ნორმა იყო.\u0026nbsp;\u003c\/span\u003e\u003cb\u003e\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eხელითმოქსოვილია. გაშლილი, კოხტა, პრინცესული.\u0026nbsp;\u003c\/span\u003e\u003cb\u003e\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cstrong\u003eვისაც წაუღებთ, ჩააცვით მაშინვე.\u0026nbsp;\u003c\/strong\u003e\u003cb\u003e\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eმერე რომ გაიზრდება, – და ეს მალე მოხდება, რადგან ბავშვები მალე იზრდებიან,\u0026nbsp; – ეს კაბა ნაზად დაუკეცეთ, სასთუმალთან უჯრაში ჩაუდეთ.\u0026nbsp;\u003c\/span\u003e\u003cb\u003e\u003c\/b\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eმერე ერთ დღესაც გამოაღებს მაგ უჯრას: თვითონ უკვე დიდი იქნება, კაბა – ისევ პატარა.\u0026nbsp;\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eხელს მოკიდებს,\u0026nbsp;\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eშეეხება.\u0026nbsp;\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eდა გაახსენდება,\u0026nbsp;\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eაუცილებლად გაახსენდება, რომ\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eუხსოვარ დროს, შორეულ სამეფოში, \u003cbr\u003eცხოვრობდა ერთი ცეროდენა გოგო და რომ ამ ცეროდენა გოგოს ჰქონდა\u003cbr\u003eკაშკაშა, ჟოლოსფერი კაბა, რომელიც ზუსტად მისთვის იყო შექმნილი, \u003cbr\u003eზუსტად მის პატარა ტანს მორგებული.\u0026nbsp;\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eროცა უკვე იმდენად დიდი ხარ,\u0026nbsp; რომ ბავშვობა ჰორიზონტზე თვალის მოჭუტვითღა ჩანს, ალბათ მართლა ესღა გჭირდება:\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cstrong\u003eცოდნა,\u0026nbsp; რომ ერთხელ, ვიღაცამ, ზუსტად ისეთი დაგინახა, როგორიც იყავი.\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cspan\u003eპატარა, ჯიუტი, ფეხების მობაკუნე, ხმაურიანი.\u0026nbsp;\u003c\/span\u003e\u003c\/p\u003e\n\u003cp dir=\"ltr\"\u003e\u003cstrong\u003eდაგინახა და ზუსტად შენი ზომის კაბა მოგიტანა.\u0026nbsp;\u003c\/strong\u003e\u003c\/p\u003e","brand":"GRANNY TODU","offers":[{"title":"Default Title","offer_id":45934936260710,"sku":null,"price":95.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0705\/5926\/8966\/files\/39_0d3a01c1-ad6e-424f-9f3d-c151460aaa80.png?v=1783949307","url":"https:\/\/grannytodu.com\/ka\/products\/small-enough","provider":"GRANNY TODU","version":"1.0","type":"link"}