მომსახურების პირობები

იურიდიული პირი: ინდივიდუალური მეწარმე მარიამ თოდუა 

საკონტაქტო მეილი: grannytodu@gmail.com

საიდენტიფიკაციო კოდი: 62002005008

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო 

ვებგვერდის გამოყენებით ან/და  GRANNY TODU-ს პროდუქტების შეძენით  თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს.

1. ზოგადი ინფორმაცია

GRANNY TODU არის დამოუკიდებელი ონლაინ მაღაზია, რომელიც გთავაზობთ ნაქსოვ ჩანთებს, ნაქსოვ აქსესუარებსა და ბრენდირებულ საკანცელარიო პროდუქტებს.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს განვაახლოთ, შევცვალოთ ან ჩავანაცვლოთ ამ წესებისა და პირობების ნებისმიერი ნაწილი.

2. პროდუქტები

ხელნაკეთი ნივთების სპეციფიკიდან გამომდინარე ყველა პროდუქტი იდენტური არ არის – შესაბამისად,  შესაძლოა მცირედი განსხვავება შეინიშნებოდეს ფერში, ტექსტურაში, ნაკერებსა თუ ფორმაში. ეს განსხვავებები ხელნაკეთი პროდუქციის ბუნებრივი თავისებურებაა და თითოეული ნივთის უნიკალურობას უსვამს ხაზს.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ პროდუქტის ფერები ზუსტად წარმოვაჩინოთ, თუმცა მათი აღქმა შესაძლოა განსხვავდებოდეს თქვენი ეკრანის ან მოწყობილობის პარამეტრების მიხედვით.

3. შეკვეთები

შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი პასუხისმგებელია სწორი საკონტაქტო, გადახდისა და მიწოდების ინფორმაციის მითითებაზე.

შეკვეთის გაფორმების შემდეგ GRANNY TODU-ს შეუძლია დაუკავშირდეს მომხმარებელს მითითებული საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით მიწოდების დეტალების დასადასტურებლად ან შეკვეთის შესახებ დამატებითი ინფორმაციის დასაზუსტებლად.

GRANNY TODU იტოვებს უფლებას გააუქმოს ან უარი თქვას შეკვეთაზე შემდეგ შემთხვევებში:

  • მომხმარებლის არასწორი ინფორმაცია;

  • პროდუქტის მიუწვდომლობა;

  • საეჭვო თაღლითური აქტივობა;

  • გადახდასთან დაკავშირებული პრობლემები.

4. „ჩაიფიქრე სურვილი“ (Make a Wish)

„ჩაიფიქრე სურვილის“ ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოხატონ ინტერესი იმ პროდუქტების მიმართ, რომლებიც ამჟამად არ არის მარაგში.

ამ ფუნქციის მეშვეობით მოთხოვნის გაგზავნა არ ნიშნავს, რომ პროდუქტი აუცილებლად შეიქმნება, დაბრუნდება მარაგში, მოერგება ინდივიდუალურ მოთხოვნებს ან ხელმისაწვდომი გახდება შესაძენად.

„ჩაიფიქრე სურვილი“ არ წარმოადგენს ინდივიდუალური შეკვეთის ან პროდუქტის დაჯავშნის სისტემას.

GRANNY TODU იტოვებს უფლებასმიიღოს, უარი თქვას, შეცვალოს ან გამოიყენოს წარმოდგენილი იდეები.

გაეცანით “ჩაიფიქრე სურვილის” წესებსა და პირობებს აქ. 

5. ფასები და გადახდა

ვებგვერდზე მითითებული ყველა ფასი წარმოდგენილია არჩეულ ვალუტაში და შესაძლოა შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.

გადახდები უსაფრთხოდ მუშავდება მესამე მხარის გადახდის სისტემების მეშვეობით. GRANNY TODU არ ინახავს საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს.

შეძენის დასრულება შესაძლებელია:

  • საბანკო გადარიცხვით;

  • UniPay-ის მეშვეობით განხორციელებული უსაფრთხო ონლაინ ბარათით გადახდით.

შეკვეთები დამუშავდება მხოლოდ გადახდის დადასტურების შემდეგ.

მიწოდებისას გადახდა შესაძლებელი არ არის.

6. მიწოდება

ჩვეულებრივ ნაქსოვი პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება 2–5 დღის განმავლობაში, ხოლო საკანცელარიო ნივთებისთვის მიწოდების დრო შეადგენს 4-7 დღეს. 

გარკვეულ შემთხვევებში მიწოდება შესაძლოა უფრო ადრე განხორციელდეს.

მიწოდება შესაძლებელია შაბათ-კვირასაც.

გაგზავნამდე ან ჩაბარებამდე GRANNY TODU-ს შეუძლია დაუკავშირდეს მომხმარებელს მიწოდების დეტალების დასადასტურებლად.

თბილისის ფარგლებში მიწოდება შესაძლოა განხორციელდეს ადგილობრივი საკურიერო მომსახურების მეშვეობით, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში — საფოსტო ან საკურიერო კომპანიების საშუალებით.

მიწოდების ვადებზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს რეგიონმა, ამინდმა, დღესასწაულებმა ან სხვა გარემოებებმა, რომლებიც GRANNY TODU-ს კონტროლის ფარგლებს სცდება.

საერთაშორისო მიწოდება შესაძლებელია ცალკეულ შემთხვევებში, დანიშნულების ქვეყნისა და ლოჯისტიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით. საზღვარგარეთ შეკვეთის გაფორმებამდე აუცილებელია დაგვიკავშირდეთ.

მომხმარებელი პასუხისმგებელია მითითებული ინფორმაციის სისწორეზე..

7. დაბრუნება და გაცვლა

პროდუქციის ხელნაკეთი და შეზღუდული რაოდენობით ხელმისაწვდომობის გამო, დაბრუნება ან გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • მომხმარებელმა მიიღო არასწორი პროდუქტი;

  • პროდუქტი დაზიანებული ჩაბარდა.

პრობლემის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია პროდუქტის მიღებიდან 2 დღის განმავლობაში დაუკავშირდეს GRANNY TODU-ს ელფოსტაზე grannytodu@gmail.com ან GRANNY TODU-ს ოფიციალური სოციალური მედიის არხების მეშვეობით.

დაბრუნების, გაცვლის ან თანხის დაბრუნების მოთხოვნის განხილვამდე GRANNY TODU უფლებამოსილია მოითხოვოს პრობლემის ან დაზიანების ამსახველი ფოტოები ან სხვა ავთენტური მტკიცებულება.

GRANNY TODU იტოვებს უფლებას უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე, გაცვლაზე ან თანხის დაბრუნებაზე, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ პროდუქტი დაზიანდა ჩაბარების შემდეგ, შეიცვალა, გადაკეთდა, არასწორად იქნა გამოყენებული ან დაზიანება გამოწვეულია მომხმარებლის ქმედებით.

დაბრუნების, გაცვლისა და თანხის დაბრუნების თითოეული მოთხოვნა ინდივიდუალურად განიხილება.

დასაბრუნებელი პროდუქტი უნდა იყოს გამოუყენებელი და შენარჩუნებული ჰქონდეს პირვანდელი მდგომარეობა.

დაბრუნებასთან დაკავშირებული ტრანსპორტირების ხარჯები შესაძლოა დაეკისროს მომხმარებელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პრობლემა გამოწვეულია GRANNY TODU-ს მხრიდან.

8. ინტელექტუალური საკუთრება

ამ ვებგვერდზე განთავსებული ყველა მასალა, მათ შორის ბრენდინგი, ლოგოები, გრაფიკა, პროდუქტის ფოტოები, ტექსტები, ილუსტრაციები, ვებგვერდის დიზაინი, ვიზუალური იდენტობა და GRANNY TODU-ს ორიგინალური დიზაინები წარმოადგენს GRANNY TODU-ს ინტელექტუალურ საკუთრებას.

GRANNY TODU-ს წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია ნებისმიერი მასალის, ბრენდინგის, დიზაინის, ვიზუალური ელემენტის ან ვებგვერდზე განთავსებული კონტენტის კოპირება, შეცვლა, კომერციული გამოყენება ან/და იმიტაცია. 

ორიგინალური დიზაინების ან ვიზუალური იდენტობის უნებართვო კომერციულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ყველა უფლება, რომელიც ამ წესებით პირდაპირ არ არის მინიჭებული, დაცულია და ეკუთვნის GRANNY TODU-ს.

9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

მიუხედავად იმისა, რომ GRANNY TODU ცდილობს ზუსტი ინფორმაციისა და საიმედო მომსახურების უზრუნველყოფას, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი:

  • მესამე მხარის საკურიერო კომპანიების მიერ გამოწვეულ შეფერხებებზე;

  • მიწოდების პრობლემებზე;

  • პროდუქტის არასწორი გამოყენებით გამოწვეულ ზიანზე.

10. მოქმედი კანონმდებლობა

ეს წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

11. კონფიდენციალურობა

ვებგვერდის მეშვეობით მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია მუშავდება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ:

  • შეკვეთების დამუშავებისთვის;

  • მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის;

  • მიწოდებისთვის;

  • მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის.

GRANNY TODU არ ყიდის მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარეებზე.

12. საკონტაქტო ინფორმაცია

თუ გაქვთ შეკითხვები წესებსა და პირობებთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით:

grannytodu@gmail.com