კაკაო სამხარზე საზაფხულო ბანაკში
კაკაო სამხარზე საზაფხულო ბანაკში
55.00 GEL
ხშირად მახსენდება სამხარი საზაფხულო ბანაკში და კაკაო, რომელსაც ყოველ სამხარზე ვწრუპავდი.
მახსენდება მაგრამ არაფერი მახსოვს – არც სურნელი, არც გემო, არც ამბები იმ ბანაკიდან.
მაინც ხშირად ვუბრუნდები იმ კაკაოს და მენატრება ის კაკაო, და გემოც და სურნელიც და ამბებიც, რომლებიც არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ უნდა მომენატროს, რადგან რაღაცნაირია უკვე, ჩემგან შორეული, გაუცხოებული, ზრდასრული ცხოვრებით გადაფარული.
ის ბანაკი იყო წყნეთში, მთის ბოლოს. იყო ყვითელი შენობა ბევრი ფანჯრით, დიდი ეზოთი, მფრინავი ტარაკნებით და ბავშვების კივილით. უკანა მხარე სასაფლაოსკენ მიდიოდა, წინა მხარე - დევნილების დასახლებისკენ. მაგრამ ვიყავით ბავშვები, არ ვიცოდით არაფერი არც სიკვდილზე და არც დევნილობაზე, ამიტომ მთელი ზაფხული ვკიოდით, ვმღეროდით, გვიხაროდა. და სიმღერსიგან ჩახლეჩილ ყელს სამხარზე კაკაოთი ვიწმენდდით.
ეს ჩანთა არის ჩემი სამხარი საზაფხულო ბანაკში და კაკაო, რომლის გემოც არ მახსოვს, მაგრამ ძალიან, ძალიან მენატრება.