author: Mariam Todua (TODU THE TOAD)
← Back to blog
✧ GRANNY'S DIARIES ✧

ორიგინალური საჩუქრები კაცებისთვის (და არამხოლოდ)

4 min read

კიდევ რამდენ სუნამოს დაიტევს კაცის თარო? რამდენ საფულეს, ქამარს.. კიდევ რას ვჩუქნით ხოლმე კაცებს? სუნამოს, საფულეს, ქამარს… სუნამოს, საფულეს, ქამარს… წინდებს?  ყოველ დაბადების ...

warning: creativity!!!
ორიგინალური საჩუქრები კაცებისთვის (და არამხოლოდ)
open tab: inner monologue.exe

კიდევ რამდენ სუნამოს დაიტევს კაცის თარო? რამდენ საფულეს, ქამარს.. კიდევ რას ვჩუქნით ხოლმე კაცებს? სუნამოს, საფულეს, ქამარს… სუნამოს, საფულეს, ქამარს… წინდებს? 

ყოველ დაბადების დღეზე, ახალ წელს, ვალენტინობაზე, იუბილეზე ერთსა და იმავე კითხვას ვუბრუნდებით: რა ვაჩუქოთ კაცს?

და მერე იწყება გუგლში ქექვა და ჩატჯიპიტისთან უსასრულო დიალოგები: „ორიგინალური საჩუქარი მამაკაცისთვის“, „კრეატიული საჩუქარი ბიჭისთვის“, „რა ვაჩუქო კაცს, რომელსაც არაფერი არ უნდა“…

ბოლოს კი მაინც იმავე ადგილას ვხვდებით — სუნამოების, საფულეების და წინდების განყოფილებაში.

აქაც, როგორც სხვა ყველაგან, ჩვენი გომბეშო მხსნელად გვევლინება. ამ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე კრეატიული საჩუქრის იდეას, რომელიც ქალებსაც მოეწონებათ და კაცებსაც. 

1. სასაცილო სანთებელა 

როცა GRANNY TODU ბაზრობაზე პირველად გავიტანეთ, ერთი რამ ძალიან სწრაფად გავიგეთ. ჩვენს სტენდზე ორი პროდუქტი იყო, რომელსაც ყველაზე ხშირად კაცები იღებდნენ. 

ერთ-ერთი მათგანი სანთებელა აღმოჩნდა.

სიმართლე გითხრათ, დიდად არც გაგვკვირვებია.

იდეალური საჩუქარია მწეველებისთვის, ან უბრალოდ ადამიანისთვის, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს.

ოღონდ ჩვენი სანთებელა ჩვეულებრივი სანთებელა არ არის — ცალკე პერსონაჟია, რომელსაც ჯიბით დაატარებ.


ზოგი იპრანჭება. ზოგი იჯღანება. ზოგი ისეთი თავდაჯერებულია, თუ მომხმარებლის სახეზე შეატყო, რომ ფასი ეძვირა, კარგად შემოგიტრიალდება, რადგან, ბევრი ჩვენგანისგან განსხვავებით, საკუთარი თავის ფასი იცის. უფრო სწორად…. იცის, რომ ფასდაუდებელია. 

ვერავის ვამტყუნებთ, რადგან ძალიან რთულია, თვალი არ გაგექცეს სანთებელისკენ, რომელსაც საკუთარი პერსონალითი აქვს და ისეთი ფორმები, რომ... მოკლედ, თავად დაათვალიერეთ და მიხვდებით, რასაც ვგულისხმობთ. 😁

თან ყველა მათგანი სრულად ხელნაკეთია.

და სხვათა შორის, კი, თავიდან კაცები იყვნენ მათი ყველაზე დიდი გულშემატკივრები. მაგრამ მეორე დღეს ქალებმაც ვერ გაუძლეს ცდუნებას და რამდენიმე „ქალბატონი სანთებელა“ სახლშიც წაიყვანეს.

გავიმეორებთ — ვერავის ვამტყუნებთ.

ჩვენი სანთებელების შესაძენად  ეწვიეთ ბმულს

 2. ნაქსოვი ტანგა – სანიშნე

კითხვის შეყვარება და წახალისება ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია. 

გვიხარია, რომ ქვეყნის განათლების დონის ამაღლებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს და ნაქსოვი ტანგა-სანიშნეებს ვქმნით. 

არ გაგიჭირდებათ იმის გამოცნობა, რომ ბაზრობაზე მეორე ყველაზე პოპულარული პროდუქტი სწორედ ტანგა-სანიშნე აღმოჩნდა – განსაკუთრებით კაცებში.

ალბათ, წიგნების სიყვარულის გამო. ან სხვა რამის.  

ეს დახვეწილი, განსხვავებული და ორიგინალური საჩუქარია განსაკუთრებით  წიგნის მოყვარულებისთვის;

მათთვისაც, ვისაც იუმორის გრძნობა აქვს და საერთოდ არ თვლის სიწმინდის შეურაცხყოფად, თუ თავის საყვარელ წიგნს ლამაზი აქსესუარი მოარგო.

წიგნებზე უნდა ვიზრუნოთ, მოვუაროთ. და, რაც მთავარია, არ უნდა ვიყოთ ის მონსტრები, რომლებიც სანიშნის ნაცვლად გვერდის ჩაკეცვის საზარელ, ბარბაროსულ ტექნიკას იყენებენ.

თუ შენც მათ შორის ხარ, ჯერ კიდევ გაქვს შანსი გამოისყიდო ცოდვები.

ჩვენი სანიშნეების შესაძენად  ეწვიეთ ბმულს.

3. ნაქსოვი ჰალსტუხი 

ნაქსოვი ჰალსტუხების კაფსულა-კოლექცია თავდაპირველად ქალებზე იყო გათვლილი. არა იმიტომ, რომ ქალებისთვის მოვქსოვეთ. არამედ იმიტომ, რომ გვახსოვდა, რომ ჩვენთან უამრავი, უთვალი კაცია, რომელიც ნაქსოვი, ფერადი და განსხვავებული აქსესუარის ტარებას ვერ გაბედავს. 

მაგრამ თუ იცნობთ მამრობითი სქესის წარმომადგენელს, რომლის მასკულინობაც ისეთი მსხვრევადი და მყიფე არ არის, რომ აქსესუარების ფერმა შეძლოს თავისი მასკულინობის განადგურება, მაშინ ჩვენი ჰალსტუხები ნამდვილად მოეწონება. 

სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩით, როცა აღმოვაჩინეთ, რომ პირველი გაყიდული ჰასლტუხი სწორედ მამაკაცს ეკუთვნოდა – წითელსა და შავ ფერში ნაქსოვი მოდელი აირჩია. 

კი, იქვე იყო მეორე რეპლიკა “ტოოო, წითელს იღებ”, მაგრამ… ჩაკომპლექსებულ ადამიანებს რა დალევს, არა? 

მაგრამ ასე ხდება, ზოგი სხვის აზრს ირჩევს, ზოგი – განსხვავებულ ჰალსტუხს. 

და, ისე, ლირიკული გადახვევა – თუ ჰალსტუხის ფერს შეუძლია შენი კაცურობა შეარყიოს, პრობლემა ჰალსტუხში, ალბათ, არ არის. 

ჩვენი ჰალსტუხები შესაძენად  ეწვიეთ ბმულს.


4. ლეპტოპის ჩანთა

თუ ისეთ ადამიანს ეძებთ, რომელიც საკუთარ ლეპტოპთან ერთად უფრო ხშირად დადის, ვიდრე თქვენთან, ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული საჩუქარი იქნება.

პიქსელური ხატვით შესრულებული დიზაინი, რომელზეც ინტერნეტში ყველაზე ცნობილი 8-ბიტიანი დინოზავრია გამოსახული.

ნაცრისფერ და შავ ფერებშია მყარი მაკრამეს ძაფით ნაქსოვი და შავი ატლასის სარჩული აქვს. რა თქმა უნდა, სტანდარტული ლეპტოპის ზომაზეა გათვლილი.

 

 

 

 

 

NO CONNECTION იმ ადამიანებისთვის შევქმენით, რომლებიც ქრონიკულად ონლაინ არიან და  ზოგჯერ უბრალოდ ყველაფრისგან გათიშვა უნდათ.

ამ ხელნაკეთი ჩანთის ჩუქებით გამოგივათ საჩუქარი, რომელიც განსხვავებულია, უნიკალური და მნიშვნელოვან მესიჯსაც ატარებს – შეხსენებას, რომ ზოგჯერ სულაც არ არის ცუდი, თუ ცოტა ხნით კავშირს დაკარგავ ციფრულ სამყაროსთან.

 ზოგჯერ, სწორედ ეს გვჭირდება – უფრო მეტი დროის გატარება ერთმანეთთან და არა ლეპტოპთან. 

პ.ს.GRANNY TODU-ს ყველა ჩანთას თან მოჰყვება ჩვენი გომბეშოს დაწერილი პატარა ბარათი, რომელშიც ის პროდუქტის ისტორიას და იმ იდეას გიზიარებთ, რომელმაც მისი შექმნა შთააგონა.

ჩანთის შესაძენად დააჭირეთ აქ. 

ბონუსი: სასაცილო მისალოცი ბარათები და სტიკერები

თუ აქამდე მოხვედით და მაინც ვერ გადაწყვიტეთ, რა აჩუქოთ, ერთი იდეაც გვაქვს.

ზოგჯერ ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი ის კი არ არის, რაც ყველაზე ძვირი ღირს, არამედ ის, რაც ყველაზე დიდხანს რჩება მაცივარზე, ლეპტოპზე, სასთუმალზე, ან საძინებლის ოთახის კედელზე. 

ჩვენი ბრენდირებული მისალოცი ბარათები მათთვისაა, ვისაც მობეზრებული აქვს სტანდარტული: „გილოცავ, მრავალს დაესწარი!”  და ურჩევნია დაბადების დღეზე ისეთი ბარათი აჩუქოს, რომელზეც წერია: „გილოცავ კიდევ ერთი წლის გადატანას”, “თავში არ აგივარდეს, მაგრამ ჩემი საყვარელი ადამიანი ხარ” , ან იუბილარს ეგზისტენციულური კრიზისი გაუღრმავოს და  ჰკითხოს: „Do you have your life together?“ (პასუხი არ გვინდა. ისედაც ვიცით.)


იგივე ეხება ჩვენს სტიკერებსაც.

GRANNY TODU-ს სტიკერები ქართულ და ინგლისურ ენაზეა და სტიკერებზე მეტად, თვითგამოხატვის საშუალებაა. თითოეული სტიკერი პატარა კომენტარია ყოველდღიურობაზე, საცობებზე, იპოთეკაზე, ინფლაციაზე, გადაღლილობასა და იმ განცდაზე, რომ ზრდასრულობა სულაც არ არის ისეთი, როგორსაც გვპირდებოდნენ.

სტიკერების და ბარათების შესაძენად დააჭირეთ აქ. 


თუ სასურველი საჩუქარი მაინც ვერ შეარჩიეთ და ყველაფერი დაიწუნეთ (ჩემზე წუნია თუ ვინმე იყო, არ მეგონა), გამოგვყევით სოციალურ ქსელებში GRANNY TODU-ში პროდუქცია მუდმივად ახლდება, იდეებს კი, საბედნიეროდ, ჯერ არ ვუჩივით.

GRANNY TODU ON INSTAGRAM

GRANNY TODU ON FACEBOOK

ერთი რამ კი დაიმახსოვრეთ: თუ ნივთი ღიმილს იწვევს, საუბარს იწყებს და ყოველდღიურობას ცოტათი უფრო სახალისოს ხდის – დიდი შანსია, სწორედ ის საჩუქარია, რომელსაც ეძებდით.

open tab: the discourse.exe

0 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კომენტარები ქვეყნდება მხოლოდ დამტკიცების შემდეგ.