unique designs
ლოთი გომბეშო თამილა (ლუდის ქილის და ბოთლის ჩანთა)
თამილა ჩვენი ჭაობის ერთ-ერთი მკვიდრი და ალკოჰოლიკი ამფიბიების თვითგამოცხადებული CEO-ა.
ცხოვრებაში ბევრი არაფერი ადარდებს. მთავარია, წითელი ტუჩსაცხი თმის ფერს უხდებოდეს, წამწამები მყარად ეწებოს და საღამოსთვის ერთი ცივი ლუდი მაინც ჰქონდეს გადანახული.
სამწუხაროდ, ბოლო დროს ჭაობშიც ინფლაციაა. მისი საყვარელი სიგარეტი უკვე 10 ლარი ღირს, ამიტომ თამილას პირველად ცხოვრებაში მოუწია დაფიქრებულიყო ისეთ უსიამოვნო საკითხზე, როგორიც დასაქმებაა.
დიდხანს არ უფიქრია. გადაწყვიტა, თავისი ბუნებრივი ნიჭი გამოეყენებინა და სასმელების პერსონალური გადამზიდავი გამხდარიყო.
ახლა თამილა ამაყად ატარებს ლუდის ქილებს, „წყლის“ ბოთლებსა და ნებისმიერ სხვა სასმელს, რომლის ტარებაც თავად გეზარება.
თან თავისი ვარდისფერი ზურგჩანთაც აქვს, რომელშიც სიგარეტსა და სანთებელას ინახავს. სამსახურში პირადი ნივთების გარეშე ხომ ვერ ივლის.
უბრალოდ, გაითვალისწინე: ხელფასს არ ითხოვს, მაგრამ ხანდახან ლუდზე დაპატიჟება მოგიწევს.
📐 Dimensions not yet added for this product. Check back soon or contact us for measurements.
🧼 Hand wash gently in cool water. Reshape and lay flat to dry. Do not machine wash, tumble dry, or iron directly on any embellishments.
Each piece is handmade — treat it with the love it was made with.
Need extra photos? Have a question before adopting this item?
💌 Granny will get back to you using the email you provided, so keep an eye on your inbox (and maybe your spam folder too — technology is mysterious).