ცეროდენა // SMALL ENOUGH DRESS

ცეროდენა // SMALL ENOUGH DRESS

95.00 GEL
გამოტოვება პროდუქტის ინფორმაციაზე
ITEM PREVIEW ♡♡
ცეროდენა // SMALL ENOUGH DRESS
☆ buy item
ITEM DETAILS ♡♡

ცეროდენა // SMALL ENOUGH DRESS

95.00 GEL

ჩემი ბავშვობის გარდერობი სავსე იყო ტანსაცმლით, რომელშიც არასდროს ვეტეოდი.

არ ვიცი, რატომ იყო ასეთი რთული, მაგრამ სულ ასე ხდებოდა, რომ პატარაობაში ჩემები ჩემი გაზომვა-შეფასებისას ყოველთვის ცდებოდნენ – ძირითადად სულ დიდი ტანსაცმელები მოჰქონდათ. 

მომასინჯებდნენ და მერე აუნერვიულებლად ამბობდნენ ხოლმე – არაუშავს, ერთ-ორ წელში მოერგებაო. 

არადა იმის დასარწმუნებლად, რომ ნორმაში ვჯდებოდი, რომ ჩემი განვითარება ზუსტად ისე მიდიოდა, როგორც უნდა წასულიყო, სულ სასწორზე ვიდექი, სულ კედელთან ვიტუზებოდი: წელი –  გამართული, ფეხები – შეტყუპებული, თავი – გასწორებული –  ჟირაფებიანი სანტიმეტრის პირისპირ. 

ასე იყო: თითქოს სულ ციფრებით ვცხოვრობდი, მაგრამ მაინც – ყველა ტანსაცმელი, რომლებიც უფროსებს ჩემთვის მოჰქონდათ, დიდი იყო. 

მაგრამ, ხომ გავიზრდებოდი და ხომ ჩავიცვამდი?!

მოვიმატებდი ორ-სამ კილოს, ტანს ავიყრიდი ორი-სამი სანტიმენტრით და ეგ იქნებოდა. 

მოვერგობდი. ყველა შკალას და ყველა მოლოდინს, როგორც იქნა, მოვერგებოდი. 

ოღონდ ამისთვის უნდა მომენდემობინა: თუ არ შევწყვეტდი ჭამისას ფეხების ბაკუნს, ფაფების გადმოფურთხებას, ტირილს, ურჩობას  – იმ ლამაზ ჟოლოსფერ კაბას ვერასდროს ჩავიცვამდი. 

და მეც ვცდილობდი, რომ საკმარისი გავმხდარიყავი იმ ლამაზი კაბისთვის – გაჩუმება მესწავლა, პრეტენზიები არ გამომეთქვა, არ დამეწუნებინა ყველაფერი, რასაც უფროსები მთავაზობდნენ. 

დიდად არ გამომდიოდა დამჯერობა. არც ახლა გამომდის. 

პირიქით, ციფრები, რომლებიც ჩემს წონას და სიმაღლეს უნდა შემატებოდა, ჩემი რქების ზრდაში წავიდა – უფრო ჯიუტი, უფრო ხისტი, უფრო მტკიცე, უფრო ხმაურიანი გავხდი. 

აბა, რატომ არის, მართლა რატომ არის რომ მე უნდა მოვერგო ტანსაცმელს და არა პირიქით? ტანსაცმელი რატომ არ უნდა მომერგოს მე?

ჰოდა, ეს კაბა, ჟოლოსფერი, არის ის კაბა, რომელიც უნდა ჩამეცვა, როცა ამის დრო იყო და რომელიც ვერ ჩავიცვი, რადგან ერთი-ორი ციფრით ყოველთვის ჩამოვრჩებოდი იმას, რაც ნორმა იყო. 

ხელითმოქსოვილია. გაშლილი, კოხტა, პრინცესული. 

ვისაც წაუღებთ, ჩააცვით მაშინვე. 

მერე რომ გაიზრდება, – და ეს მალე მოხდება, რადგან ბავშვები მალე იზრდებიან,  – ეს კაბა ნაზად დაუკეცეთ, სასთუმალთან უჯრაში ჩაუდეთ. 

მერე ერთ დღესაც გამოაღებს მაგ უჯრას: თვითონ უკვე დიდი იქნება, კაბა – ისევ პატარა. 

ხელს მოკიდებს, 

შეეხება. 

და გაახსენდება, 

აუცილებლად გაახსენდება, რომ

უხსოვარ დროს, შორეულ სამეფოში,
ცხოვრობდა ერთი ცეროდენა გოგო და რომ ამ ცეროდენა გოგოს ჰქონდა
კაშკაშა, ჟოლოსფერი კაბა, რომელიც ზუსტად მისთვის იყო შექმნილი,
ზუსტად მის პატარა ტანს მორგებული. 

როცა უკვე იმდენად დიდი ხარ,  რომ ბავშვობა ჰორიზონტზე თვალის მოჭუტვითღა ჩანს, ალბათ მართლა ესღა გჭირდება:

ცოდნა,  რომ ერთხელ, ვიღაცამ, ზუსტად ისეთი დაგინახა, როგორიც იყავი.

პატარა, ჯიუტი, ფეხების მობაკუნე, ხმაურიანი. 

დაგინახა და ზუსტად შენი ზომის კაბა მოგიტანა. 

ASK GRANNY ♡

Need extra photos? Have a question before adopting this item?

💌 Granny will get back to you using the email you provided, so keep an eye on your inbox (and maybe your spam folder too — technology is mysterious).

You may also like

Collections.os

Shop by collection

Open a folder, bestie.

collections.exe
Open a folder, bestie 💘

browse the emotional archives below

♫ now playing: todu's daydream.mp3 visitor: 0000427 signal full