ყველა პროდუქტი ხელნაკეთია?
კი.
GRANNY TODU-ს აბსოლუტურად ყველა ნივთი შექმნილია ხელით.
იღებთ თუ არა ინდივიდუალურ შეკვეთებს?
ძირითადად, არა.
ინდივიდუალური შეკვეთების გაფორმება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ აქსესუარებზე:
🔥 სანთებელები
🔥 ტუჩსაცხის ჩასადებები
🔥 დაწნილი ყვავილების საკიდები (ბრელოკები)
🔥 GRANNY-ს საკანცელარიო ნივთები
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინდივიდუალური შეკვეთების მომზადებას ჩვეულებრივ სჭირდება დაახლოებით 6–7 დღე თბილისის მასშტაბით მიწოდებამდე; თბილისის გარეთ მიწოდების დრო დამოკიდებულია საკურიერო მომსახურებასა და თქვენს მდებარეობაზე.
ყველა სხვა პროდუქტზე ინდივიდუალურ შეკვეთებს არ ვიღებთ.
თუმცა, თუ არსებობს პროდუქტი, რომელიც მოგეწონათ, მაგრამ მარაგში აღარ არის, შეგიძლიათ გამოიყენოს „ჩაიფიქრეს“ (Make a Wish) ფუნქცია
როგორ გავაფორმო შეკვეთა?
შეკვეთის გასაფორმებლად მოიწერეთ მეილზე (grannytodu@gmail.com) ან სოციალურ ქსელებში:
* იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ნივთი ხელნაკეთია, შეკვეთის ან “ჩაიფიქრეს” ფუნქციის შედეგად მიღებული ნივთის ფერი ან პატარა დეტალი შეიძლება ოდნავ განსხვავებული იყოს ფოტოსგან.
რა არის „ჩაიფიქრეს“ (Make a Wish) გვერდი?
უაღრესად დახვეწილი პროდუქტის შეთავაზების სისტემა 😆
თუ არსებობს ნივთი, რომელიც მოგეწონათ, მაგრამ მარაგში აღარ არის, შეგიძლიათ შეავსოთ “ჩაიფიქრეს” სახალისო ფორმა და გამოგვიგზავნოთ სურვილი.
სურვილის გაგზავნა არ ნიშნავს შეკვეთის გაფორმებას.
GRANNY თქვენს სურვილს წაიკითხავს და ეცდება, გაითვალისწინოს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ამფიბია თქვენი პროდუქტის ქსოვას დაიწყებს, თავად დაგიკავშირდებათ.
წაიკითხეთ "ჩაიფიქრეს" წესები და პირობები აქ.
რამდენ ხანი სჭირდება მიწოდებას?
თბილისის ფარგლებში ნაქსოვი პროდუქტების მიწოდებას, როგორც წესი, 2–5 დღე სჭირდება.
GRANNY'S STATIONERY-ის ხაზის პროდუქტები მზადდება შეკვეთის საფუძველზე, ამიტომ მათთვის დამზადებისა და მიწოდების დრო, ჩვეულებრივ, 4–7 დღეა.
თბილისის ფარგლებს გარეთ მიწოდების დრო დამოკიდებულია თქვენს მდებარეობასა და საკურიერო მომსახურებაზე.
შეკვეთის დადასტურების შემდეგ თავად დაგიკავშირდებით და ყველა დეტალს წინასწარ შევათანხმებთ.
ზოგჯერ შეკვეთა უფრო სწრაფადაც მოდის, რადგან თუ ვინმეს ესმის იმ აუტანელი სიამოვნების, რომელიც გამოწერილი ამანათის მიღებას მოაქვს, ეს ჩემი ამფიბიაა, რომელიც ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი ობსესიური შოპაჰოლიკია 😀
მიწოდების პოლიტიკის ეწვიეთ ბმულს: Shipping & Delivery Policy.
საქართველოს გარეთ აგზავნით შეკვეთებს?
ზოგიერთ შემთხვევაში, კი.
თუ უცხოეთში იმყოფებით და გინდათ, რომელიმე ნივთის შეძენა, მოგვწერეთ.
ფერები ზუსტად ისეთია, როგორიც ფოტოებზეა?
ჩემი ამფიბია მაქსიმუმალურად ცდილობს, რომ ყველაფერი ზუსტად დაგანახოთ, მაგრამ, თავზემოთ ძალა არ არის – ზოგჯერ ფოტოები პატარა აფერისტები არიან.
ფერები შეიძლება ოდნავ განსხვავებულად გამოჩნდეს თქვენი მოწყობილობის პარამეტრების მიხედვით.
შემიძლია ნივთის დაბრუნება / გადაცვლა?
ზოგადად, ნივთებს უკან არ ვიბრუნებთ.
პროდუქციის ხელნაკეთი ხასიათის გამო, დაბრუნება / გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიღეთ არასწორი ნივთი ან მიღებული ნივთი დაზიანებულია — ამ შემთხვევაში, პროდუქტის დასაბრუნებლად დაგვიკავშირდით შეკვეთის მიღებიდან 2 დღის განმავლობაში.
გაეცანით დაბრუნების პოლიტიკას აქ.
რატომ არის ნივთები მხოლოდ ერთი ცალი?
იმიტომ, რომ ჩემი ამფიბია მოუესვენარი არსებაა, რომელსაც ფიზიკურად არ შეუძლია ერთფეროვნება და ძალიან მარტივად იწყენს, როცა ერთი და იგივე რაღაც აქვს გასაკეთებელი.
ADHD-ს წყევლა იმას ნიშნავს, რომ როგორც კი რაღაც დასრულდება, ის მაშინვე ნაკლებად საინტერესო ხდება – პროდუქტის ქსოვის პროცესის ბოლოსკენ უკვე ჩვიდმეტი ახალი იდეა მაქვს ხოლმე და აწრიალებულს ერთ სული მაქვს როდის დავიწყებ მათზე მუშაობას.
რატომ აქვს ნივთების უმრავლესობას თავისი ამბავი?
იმიტომ, რომ როგორც არაჩვეულებრივმა მარგარეტ ეტვუდმა თქვა, ბოლოს ყველანი ამბები ვხვდებით :))
ნივთს, რომელსაც ისტორის მოჰყვება, თან მოჰყვება ჩემთვის ძალიან პირადული და მნიშვნელოვანი ემოცია.
გაუფრთხილდით, რა.
შემიძლია თუ არა ჩემი ნაქსოვი ნივთის გარეცხვა?
აუცილებლად შეამოწმეთ მოვლის ინსტრუქციები პროდუქტის გვერდზე.
ზოგადად, ხელნაკეთ ნივთებს ურჩევნიათ, რბილად მოეპყრნონ და სარეცხ მანქანაში დაუნდობლად არ ატრიალონ. როგორც მე. ჰაჰაჰა.
P.S გთხოვთ, სანთებელები არ გარეცხოთ 😀
მომწონს პროდუქტი, მაგრამ მეტი ინფორმაცია ან დამატებითი სურათები მჭირდება. რა გავაკეთო?
ყველა პროდუქტის გვერდზე იპოვით სექციას „ჰკითხე გრენის“ (Ask Granny). ის შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი ფოტოების ან პროდუქტის შესახებ ნებისმიერი კითხვის დასასმელად.
ჩემი ამფიბია ქრონიკულად ონლაინ არის და ეცდება, რაც შეიძლება მალე გიპასუხოთ.
ვინ არის GRANNY TODU?
GRANNY TODU არის ძალიან “ქულ” ამფიბია ეგზისტენციალური კრიზისით.
ის ასევე არის ბრენდის შემქმნელის, ანუ ჩემი, ალტერ ეგოც.
მეტის გასაგებად ეწვიეთ გვერდს ABOUT GRANNY.
რატომ არის ყველაფერი ნახევრად ინგლისურად და ნახევრად ქართულად?
ძალიან მრცხვენია ამის გამო, რადგან არ არსებობს ენა, რომელიც ქართულზე მეტად მიყვარს.
ვებგვერდი არის .com დომეინზე შექმნილი, შესაბამისად, თავდაპირველად ინგლისურად აიწყო.
უბრალოდ არ მქონდა საკმარისი დრო, ენერგია ან ფუნქციური ტვინის უჯრედი, რომ თითოეული გვერდი, პროდუქტი, ისტორია და ღილაკი ქართულად გადამეწერა. ( და არა – გადამეთარგმნა! )
ასე რომ, ახლა საიტი ოდნავ ქაოსურია, როგორც მე, ჰაჰაჰ 😀 მაგრამ გპირდებით ნელ-ნელა სრულად ექნება ქართული ვერსიაც.
მანამდე კი გთხოვთ, ყველამ თავი მოვიკატუნოთ, რომ ესეც ბრენდის ესთეტიკის ნაწილია.
შემიძლია გამოვთქვა უკმაყოფილება ფასების გამო?
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ! მაგრამ არ გირჩევთ 😆
ამ ყველაფრის უკან მართლა ერთადერთი ადამიანი დგას. მე.
დიზაინი, ქსოვა, კერვა, ფოტოგრაფია, საიტის აწყობა, ონლაინ მაღაზიის ადმინისტრირება, ბრენდინგი, სოციალური მედიის მართვა, ქოფირაითინგი, შეფუთვა, მიწოდება, იურიდიული საბუთები, ბიუროკრატია და სხვა ყველა საინტერესო თუ სასტიკად მოსაწყენი ნაწილი ჩემს ზურგზე გადავიდა.
მე კიდე იმდენად პატარა ამფიბია ვარ, ქარმა რომ დაუბეროს არ წაიღოსო, ხომ გაგიგიათ? ჰოდა, მე ერთხელ ნუცუბიძის პირველი პლატოს დაუნდობელმა ქარმა პირდაპირი მნიშვნელობით წამიღო. ამიტომ… ძალიან გთხოვთ, პატივი სცეთ, მარტო ჩემი კი არა, ზოგადად ყველა მცირე ბიზნესის და ხელნაკეთი ნივთების მიღმა ჩადებულ შრომას.